SANEX - ამანათები ჩინეთიდან და თურქეთიდან
Logo

Terms and Conditions

ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულება

1.  შპს „SANEX" დიღმის მასივი 3კვ 3კორპ ტელ: (+995) 593 809 809

1.1 „სანექსი“ ვალდებულია გონივრულ ვადაში მოახდინოს მისი ჩინეთის საწყობში მისული ამანათის ტრანსპორტირება   თბილისამდე, ტრანსპორტირების ხანგრძლივობა  ჩინეთში ჩვენი საწყობიდან გამოგზავნიდან  10-15 სამუშაო დღე.

1.2 „სანექსი“ ვალდებულია აუნაზღაუროს კლიენტს საწყობში მისული და შემდგომ დაკარგული ამანათის საფასური  (ინვოისზე და   შესაბამისი დოკუმენტაციაზე დაყრდნობით) გარდა მე-2-ე პუნქტში ნახსენები პირობებისა

1.3 თუ არ მოხდება ამანათის გატანა ჩამოსვლიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში თქვენი ამანათი გადაეცემა სახელმწიფოს შემდგომი განკარგვის მიზნით

2.  „სანექსი“ პასუხისმგებლობას იხსნის

2.1 ფორსმაჟორული სიტუაციების გამო(სტიქიური უბედურებების , კატასტროფების , საომარი მოქმედებიბის და ა.შ)      ტრანსპორტირების დაგვიანებაზე ან ამანათის დაკარგვაზე

2.2 ამანათზე რომელშიც არის შემდეგი პროდუქტები მათ ტრანსპორტირებაზე:

   ბიო არომატიზატორები, საღებავი. ალკოჰოლური სასმელები, საკვები პროდუქცია, ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია, პორნოგრაფიული სახის პროდუქცია,  ცხოველები, მცენარეები, თევზები, ტოქსიკური ნივთიერებები,  ცეცხლსასროლი იარაღები, ნაწილები ან იარაღის აქსესუარები, პნევმატური იარაღი, თუთუნი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია,  მცენარეები ან მათი თესლი, ცხოველების ფიტულები, ბეწვი, რეალური ფული-მონეტები ან ბანკნოტები. სუნამო, ცალკეული  ელემენტი, მაგნიტი. 

3 კლიენტი ვალდებულია

3.1 დროულად (48 საათის განმავლობაში) დაადეკლარიროს მისი ამანათი „სანექსი“-ს საიტზე.

3.2 თუ ამანათს არ ეკუთნის განბაჟებას (მისი ღირებულება არ ცდება 300 ლარს, არ არის ერთგვაროვანი სახის ნივთები, არ აღემატება 30კგ-ს ან არ აქვს კომერციული დანიშნულება)  მაგრამ კლიენტს მაინც სურს მისი განბაჟება, დეკლარაციის შევსების დროს მონიშნეთ ღილაკი "მსურს განბაჟება". დეკლარაციის შევსების საფასური შეადგენს 10 ლარს.

3.3 შემოსავლების სამსახურის ახალი წესების მიხედვით დეკლარირებაში ამანათის მიმღების მიერ არასწორად მითითებული ღირებულების შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, რომელიც სრულიად ეკისრება მომხარებელს.

3.4 ამანათის განბაჟების შემთხვევაში 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხადოს ბაჟი.

4. ამანათის გაცემა, საკურიერო და საფასურის გადახდა

4.1 ოფისიდან ამანათის გაცემა მოხდება შესაბამისი საოფისე სამუშაოს გათვალისწინებით, წინასწარ დადგენილ სამუშაო საათებში.

4.2 სხვა პირზე საამანათო გზავნილის გაცემისას, სავალდებულია პირადობის მოწმობის წარდგენა.

4.3 ზემოაღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანია იტოვებს ვალდებულებას არ გასცეს ამანათი.

4.4 მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ტვირთების ჩამოტანის შემდეგ, არაუგვიანეს 30 დღეში.

4.5 სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს მხოლოდ sanex.ge-ს ვებ–გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით, ან ინტერნეტ ბანკის მეშვეობით კომპანიის რეკვიზიტებზე.

4.7 თბილისის საკურიეროს შემთხვევაში მომხარებლებს მიეწოდებათ 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო რეგიონში 3 სამუშაო დღის ვადებში. საკურიეროს საფასურის ანგარიშსწორება ხდება უშუალოდ ამანათების მიღებისას, საკურიერო კომპანიის კურიერთან.

5. თანხის დაბრუნების პოლიტიკა

5.1  არასწორად/შეცდომით შესრულებული ტრანზაქციის შემთხვევაში, უნდა დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ტელეფონზე ანდა ელ-ფოსტაზე,  გვატყობინებთ დაუსრულებელი ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შესახებ. თანხა აგესახებათ თქვენს პირად ბალანსზე, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში.

6. მომხარებლის პირადი ინფორმაცია და უსაფრთხოება

5.1 მომხარებლის პირადი ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და ინახება კომპანიის კლიენტთა მომსახურების ბაზაში.  კომპანია სრულადაა პასუხისმგებელი ზემოაღნიშნული ინფორმაციის დაცვაზე.

Contact

+995 593 809 809
info@sanex.ge

Write to us on Facebook

Leave us a message and our operator will contact you.